დიჯიტალ ტვ-ის მარტივი ინსტალაცია შესაძლებლობას გაძლევთ, მომენტალურად ჩართოთ მაუწყებლობა: წაიღოთ მიმღები აგარაკზე, ან სოფელში, და მთელი წლის განმავლობაში, უყუროთ მსოფლიოში საუკეთესო არხებს, მაღალი ხარისხით, ნებისმიერი მოდელის ტელევიზორში.
დიჯიტალ ტვ საუკეთესო გადაწყვეტილებაა აგარაკზე ტელევიზიით სარგებლობისთვის!

დიჯიტალ ტვ-ის ყუთში მოთავსებულია ინსტალაციისთვის საჭირო ყველა ნივთი: მიმღები მოწყობილობა, დისტანციური მართვის პულტი, 1,5 მეტრი სიგრძის HDMI და RCA - ეგრეთ წოდებული ტულპანის, კაბელები, ელემენტები, კვების წყარო და მომხმარებლის სახელმძღვანელო.

დიჯიტალ ტვ-ის ქსელში ჩასართავად, მიმღები მოწყობილობა ჯერ დეციმეტრულ ანეტნასა და ტელევიზორს უნდა მიუერთოთ და მხოლოდ ამის შემდეგ - კვების წყაროს. მიმღების ტელევიზორთან დასაკავშირებლად ან HDMI კაბელი გამოგადგებათ (თუ ტელევიზორს აქვს შესაბამისი მხარდაჭერა), ან RCA, ეგრეთ წოდებული ტულპანის კაბელები (სამი ფერადი წვერით).

სასურველი ხარისხით გამოსახულების მისაღებად, 8 დეციბელიანი გარე ანტენა უახლოესი გადამცემი ანძისკენ უნდა მიმართოთ ისე, რომ სიგნალის მიღებას ბარიერები ხელს არ უშლიდეს. თუ არ იცით, სად მდებარეობს სატელევიზიო გადამცემი ანძა, ხელით გაასწორეთ ანტენა იმ წერტილში, სადაც გამოსახულება უმჯობესდება.

მას შემდეგ, რაც ტელევიზორს ჩართავთ, შეარჩიეთ ვიდეო რეჟიმი - AV1, AV2 ან HDMI. ამისთვის გამოიყენეთ ტელევიზორის დისტანციური მართვის პულტზე, ღილაკი - SOURCE.

შესაბამისი ვიდეო რეჟიმის მონიშვნის შემდეგ, დიჯიტალ ტვ-ის დისტანციური მართვის პულტი დაგჭირდებათ. ტელეარხების მოსაძებნად, გამოიძახეთ ძირითადი მენიუ ღილაკით - MENU, და მონიშნეთ ავტომატური ძიება. სკანირების დასრულების შემდეგ, არხები ავტომატურად შეინახება.