Digital TV • დიჯიტალ ტვხშირად დასმული კითხვები

რა არის დიჯიტალ ტვ?

დიჯიტალ ტვ ციფრული მაუწყებლობის ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს,  საქართველოს ყველა რეგიონში, სატელევიზიო არხების ფასიან პაკეტს სთავაზობს. კომპანია მაღალრეიტინგული და მრავალფეროვანი არხების მაუწყებლობას, სატელიტური თეფშისა და ინტერნეტის გარეშე, ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფს. გამოსახულებისა და ხმის მაღალი ხარისხით, დიჯიტალ ტვ-ის სიგნალის მისაღებად, თქვენ მხოლოდ მიმღები მოწყობილობა და დეციმეტრული ანტენა დაგჭირდებათ.

რა უპირატესობები აქვს დიჯიტალ ტვ-ის?

დიჯიტალ ტვ-ის უპირატესობა ინოვაციურ შემოთავაზებებშია. კომპანიის მომსახურება გამოირჩევა სიმარტივით, ხელმისაწვდომი ფასებითა და მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ მაღალრეიტინგული არხების მისაღებად არ გჭირდებათ ინტერნეტი, არც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად მოგიწევთ ადგილის მოძიება და დროის დახარჯვა. სიგნალის მისაღებად მიმღები მოწყობილობა დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორს უნდა მიუერთოთ.

დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს ყველა რეგიონში.

სად შევიძინო მიმღები?

დიჯიტალ ტვ-ის მიმღები შეგიძლიათ, შეიძინოთ როგორც თბილისის, ისე ბათუმის და ქუთაისის ოფისებში. ან, ცხელ ხაზზე დარეკვით (0322051212), ჩანიშნეთ შეკვეთა. სახლში მიტანის სერვისი და მონტაჟი უფასოა.

ოფისების მისამართები

შემიძლია თუ არა, დიჯიტალ ტვ სხვისი დახმარების გარეშე დავამონტაჟო?

დიჯიტალ ტვ-ის ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ ამას სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებთ. მიმღები მოწყობილობა მხოლოდ ტელევიზორსა და დეციმეტრულ ანტენას უნდა დაუკავშიროთ. ყველა საჭირო მოწყობილობას თქვენ მიერ შეძენილ ყუთში, მომხმარებლის სახელმძღვანელოსთან ერთად ნახავთ.

როგორი ტელევიზორი მჭირდება მაუწყებლობის მისაღებად?

დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობით მაუწყებლობას ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორში მიიღებთ.

რა ღირს დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების მიღება?

30 ნოემბრის ჩათვლით, აბონენტები ისარგებლებენ აქციით. ყველა, ვინც აქციის პერიოდში გამოთქვამს ქსელში ჩართვის სურვილს, სრულიად უფასოდ ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით. ამასთან, საჩუქრად ჩაერიცხებათ პირველი თვის სააბონენტოც.

სტანდარტული პირობით ქსელში ჩასართავად, ინსტალაციის დროს, საჭიროა ქსელში ჩართვის საფასურის 10 ლარის და პირველი თვის სააბონენტოს 21 ლარის გადახდა. პირველ თვეს, სტანდარტული, სრული პაკეტით ისარგებლებთ. ქსელში ჩართვიდან 30 დღის შემდეგ, თავად აირჩევთ, გააგრძელებთ სტანდარტული პაკეტით სარგებლობას, თუ გაიაქტიურებთ 12-ლარიან პაკეტს.

თუ გსურთ, მიმღები მუდმივ საკუთრებაში გქონდეთ, მისი შეძენა სულ 119 ლარი დაგიჯდებათ: ამ თანხაში შედის ქსელში ჩართვის საფასურიც და პირველი თვის სააბონენტო გადასახადიც. ყოველ მომდევნო თვეს, სააბონენტო გადასახადი 18 ლარი იქნება.

სტანდარტული პაკეტის სააბონენტო გადასახადი 18 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს დროებით სარგებლობაში მიიღებთ, სააბონენტო გადასახადს, ყოველთვიურად, დაემატება მიმღების ქირა, სამი ლარი. ჯამში, ყოველი თვის დასაწყისში, გადაიხდით 21 ლარს.

როგორ გადავიხადო მომსახურების გადასახადი?

დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია:

  • დიჯიტალ ტვ-ის სერვისცენტრში;
  • სწრაფი გადახდის აპარატებიდან;
  • ბანკების სერვისცენტრების საშუალებით;
  • ინტერნეტბანკის მეშვეობით.

რა მოხდება, თუ გადახდას დავაგვიანებ ან გადასახადის მხოლოდ ნაწილს დავფარავ?

თუ დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების გადასახადს დროულად არ დაფარავთ, ჩვენი მომსახურება შეგეზღუდებათ.

ფასიანი მომსახურების გათიშვამდე ორი დღით ადრე, მიიღებთ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე ტელევიზორის ეკრანზე. შეტყობინება შეგახსენებთ გადასახადის ოდენობასა და გადახდის ბოლო ვადას.

გადაუხდელობის გამო გათიშული მომსახურება მას შემდეგ აღდგება, რაც ერთი თვის სააბონენტო თანხას სრულად შეიტანთ თქვენს ანგარიშზე. მომსახურება კი თანხის ჩარიცხვის დღიდან აითვლება. მაგალითად, თუ მომსახურება გაგეთიშათ ათ რიცხვში და თანხა შეიტანეთ – თხუთმეტში, მაუწყებლობა თხუთმეტიდან პლუს ოცდაათ დღეს გააქტიურდება.

იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არასრულ თანხას შეიტანთ, მაუწყებლობით იმდენი დღით ისარგებლებთ, რამდენ დღესაც დარიცხული თანხა ეყოფა.

რა არის CI მოდული?

დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ CI მოდულითა და ბარათით, მაუწყებლობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტელევიზორს HEVC/H.265 სტანდარტის მხარდაჭერა აქვს.

CI მოდულში მოთავსებულ ბარათს ტელევიზორის შესაბამის სლოტში ჩადებთ და ავტომატური ძიების მენიუთი მოძებნით ტელეარხებს. სკანირებული არხები ავტომატურად შეინახება.

რა სიხშირეზე მივიღებ მაუწყებლობას?

ამ ეტაპზე, დიჯიტალ ტვ-ის სიგნალი  69 სამაუწყებლო პუნქტს მიეწოდება:

ძირითადი გადამცემის განთავსების პუნქტი არხი სიხშირე
1. თბილისი 28 530
2. კოჯორი 28 530
3. თელავი/ცივი 28 530
4. საგარეჯო 28 530
5. დედოფლისწყარო 47 682
6. ყვარელი 28 530
7. სიღნაღი 47 682
8. დუშეთი 28 530
9. გორი 28 530
10. ხაშური/ბეკამი 28 530
11. ზესტაფონი 41 634
12. ქუთაისი 41 634
13. ჭიათურა 41 634
14. საჩხერე 41 634
15. ჩოხატაური 41 634
16. ბათუმი 36 594
17. ზუგდიდი 36 594
18. ფოთი 40 626
19. ბორჯომი 28 530
20. ახალციხე 41 634
21. ბოლნისი 36 594
22. მარნეული 28 530
23. ტყიბული 41 634
24. ჩხოროწყუ 41 634
25. წალენჯიხა 36 594
26. ასპინძა 41 634
27. ქედა 36 594
28. დმანისი 36 594
29. ბაკურიანი 28 530
30. კასპი 28 530
31. ჯვარი 36 594
32. ოზურგეთი 36 594
33. ამბროლაური 41 634
34. ცაგერი 41 634
35. ლენტეხი 41 634
36. მესტია 41 634
37. ონი 41 634
38. აბასთუმანი 41 634
39. ახალქალაქი 41 634
40. ხულო 41 634
41. ნინოწმინდა 41 634
42. შუახევი 41 634
43. ყაზბეგი 41 634
44. წალკა 36 594
45. თიანეთი 28 530
46. ლაგოდეხი 47 682
47. სოხუმი* 48 690
48. გუდაუთა* 48 690
49. გაგრა* 48 690
50. გალი* 43 650
51. ოჩამჩირე* 43 650
52. ტყვარჩელი* 43 650
53. ცხინვალი* 37 602
54. ჯავა* 37 602
55. მარტვილი 41 634
56. მცხეთა 28 530
57. გუდაური 41 634
58. პანკისი 44 658
59. მანგლისი 28 530
60. ხარაგაული 43 650
61. პატარა ონი 47 682
62. არბოშიკი 28 530
63. ურთა 36 594
64. ტალახა 41 634
65. სადმელი 41 634
66. კვაცხუთი 41 634
67. მრავალძალი 41 634
68. ხელვაჩაური 36 594
69. ზვარე 45 666
  • „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ეფექტურად გასხივებული სიმძლავრე, გეოგრაფიული კოორდინატები და ანტენის პარამეტრები, აგრეთვე ქსელის ფორმირების სალიცენზიო ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადა განისაზღვრება კომისიის მიერ, შესაბამისი პირობების დადგომისთანავე.