ინფორმაცია მარკეტინგული შეტყობინებების მიღების შესახებ
დიჯიტალ ტვ (შპს „შპს დი +“; ს/კ 400166262) ციფრული მაუწყებლობის ოპერატორია, რომელიც რეიტინგული არხების ფასიან პაკეტს მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს.
თუ გაქვთ სურვილი, რომ 2024 წლის 1 მარტიდან მიიღოთ ჩვენი სპეციალური შეთავაზებები (SMS მარკეტინგის გზით), გთხოვთ, გამოაგზავნოთ ციფრი 1 თქვენი მობილური ტელეფონის ნომრიდან ჩვენს სპეციალურ მოკლე SMS ნომერზე – 91205.
შეთავაზებაზე თანხმობა არ გავალდებულებთ ჩვენი მომსახურებით სარგებლობას.
გაცნობებთ, რომ ჩვენი შეთავაზებების მიღებაზე თანხმობის გაცხადების შემდეგ, თქვენ ნებისმიერ დროს გექნებათ თანხმობის გამოხმობის უფლება შემდეგი ქვემოთჩამოთვლილი ნებისმიერი/რომელიმე გზითა და საშუალებით:
- მოკლე SMS ნომერზე (91205) მოკლე ტექსტური შეტყობინების გამოგზავნით, ნებისმიერი ტექსტით (მათ შორის: NO, NO SMS, OFF, SMS OFF ან სხვ.), გარდა „1“-სა, რაც მიიჩნევა თანხმობად ჩვენი მარკეტინგული SMS-ების მისაღებად;
- ან ჩვენს მიერ პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას, კონკრეტულ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში მითითებული შესაბამისი დამატებითი მექანიზმის საშუალებით/გამოყენებით;
- ან შესაბამისი წერილობითი მომართვით ჩვენი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@digitaltv.ge