ზოგადი პირობები
- სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითებულ 1 თვეში იგულისხმება 30 კალენდარული დღე.
- „კომპანია“ უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პაკეტის შემადგენლობა (სატელევიზიო არხები), რის თაობაზეც „აბონენტს“ უნდა ეცნობოს ინდივიდუალური შეტყობინებით, ცვლილებამდე 30 დღით ადრე.
საგარანტიო პირობები
- ქარხნული წუნის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობის შეცვლა შესაძლებელია მისი აბონენტისთვის გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის შემდგომ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ქარხნული წუნის არსებობისას, ხორციელდება ნივთის შეკეთება (თუ შეკეთება შეუძლებელია, ხდება ნივთის შეცვლა);
- ქარხნულ წუნს ადგენს შპს „დი +“ ნივთის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში, ხოლო ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში, შპს ,,დი +“ ვალდებულია შეაკეთოს/შეცვალოს ნივთი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
- სხვა მიზეზით დაზიანებული ან დაკარგული ნივთის შეცვლა ხდება ახალი ნივთით. ამ დროს აბონენტმა თავიდან უნდა გადაიხადოს დაზიანებული/დაკარგული ნივთის შესაბამისი ღირებულება;
- აბონენტი საგარანტიო პირობებით სარგებლობისთვის მიმართავს შპს „დი +“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. N1. თუ აბონენტი იმყოფება რეგიონში, მას შეუძლია, დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე (032 205 12 12), მითითებულ ვადაში და ჩვენი წარმომადგენელი უზრუნველყოფს ადგილზე მომსახურებას.
მომსახურების შეწყვეტა
ბალანსზე თანხის ამოწურვის ამოწურვის შემთხვევაში, აბონენტს შეუწყდება მომსახურების მიწოდება, ამასთან „აბონენტი“ არ თავისუფლდება ქირის თანხის გადახდისგან. ბალანსის სრულად ამოწურვის შემთხვევაში, მომსახურების მიღებისათვის, აბონენტმა უნდა გადაიხადოს ერთი თვის მომსახურების თანხა სრულად. ბალანსის ამოწურვამდე აბონენტს შეუძლია ნებისმიერი თანხით შეავსოს ბალანსი და გაიაქტიუროს მომსახურება თანხის პროპორციული დღეების შესაბამისად.
თუ აბონენტი 2 (ორი) თვის განმავლობაში არ შეავსებს ბალანსს, მას მომსახურება უწყდება და ქსელში აბონენტად აღდგენისთვის უნდა გადაიხადოს 5 (ხუთი) ლარი. აბონენტად აღდგენის დროს პირველ რიგში დაიფარება ქირის ღირებულების დავალიანება, შემდგომ აბონენტად აღდგენის საფასური (5 ლარი) და ბოლოს მომსახურების საფასური.
თუ აბონენტს მიმღები მოწყობილობა დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული და მომსახურების შეწყვეტიდან 120 (ასოცი) დღის ვადაში „აბონენტი“ არ განახორციელებს აბონენტად აღდგენას, სააბონენტო ხელშეკრულება შეწყდება და იგი ვალდებულია დროებით გადაცემული მიმღები-მოწყობილობა დაუბრონოს კომპანიას.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი იხდის მხოლოდ მიმღები მოწყობილობის ქირის საფასურს, მან უნდა მიმართოს კომპანიის სათაო ოფისს, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე- ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. #1 ან თი-ბი-სი ბანკის ნებისმიერ ფილიალს. ამ პუნქტით დადგენილი გადასახადის ბანკში თანხის გადახდის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია მიუთითოს საიჯარო ანგარიში, რომელიც შექმნილია, მხოლოდ საიჯარო მომსახურებისათვის (საიჯარო ანგარიში); ასეთ შემთხვევაში აბონენტს არ დაებლოკება მიმღები მოწყობილობა. აბონენტის იდენტიფიცირებისათვის აუცილებელია აბონენტის ნომრის მითითება.
ხელშეკრულების შეწყვეტა, დროებით სარგებლობაში გადაცემული მიმღები მოწყობილობის შემთხვევაში
- აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააბრუნოს დიჯიტალ ტვ-ის მიმღები-მოწყობილობა;
- აბონენტი მიმღები მოწყობილობის შემადგენელი ნაწილების დაზიანება/დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებს მათ ღირებულებას, შემდეგი საბაზრო ფასების შესაბამისად:
მიმღები მოწყობილობა | 119 ლარი |
პულტი | 10 ლარი |
HDMI კაბელი | 5 ლარი |
ანალოგური კაბელი | 4 ლარი |
ბარათი | 15 ლარი |
კვების წყარო | 10 ლარი |
ანტენა | 18 ლარი |
ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმღები მოწყობილობის ნასყიდობის შემთხვევაში
აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სააბონენტო ხელშეკრულება.
მომსახურების დაპაუზება
აბონენტს უფლება აქვს, ისარგებლოს მომსახურების დაპაუზების სერვისით ოთხჯერ, 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში (წლის ათვლა იწყება პირველი პაუზის გამოყენებიდან). ერთი პაუზის გამოყენების ვადა განისაზღვრება 30 დღით.
პაუზის პირველი გამოყენება უფასოა. შემდეგ, აბონენტის მიერ, ამავე კალენდარული წლის განმავლობაში, მაუწყებლობის 1 (ერთი) თვიანი დაპაუზების ღირებულება შეადგენს 3 (სამი) ლარს, 3 (სამი) თვის ვადით მაუწყებლობის დაპაუზების ღირებულება კი შეადგენს 9 (ცხრა) ლარს.
იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი ვერ მოახერხებს აღნიშნული სერვისის გამოყენებას სრულად, 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში, დარჩენილი დღეები უქმდება. ამ შემთხვევაში, აბონენტს დარჩენილი დღეების დაპაუზების ღირებულება არ უბრუნდება.
დაპაუზების სერვისის ჩართვა ხორციელდება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნომრიდან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით (სხვა ნომრით დაკავშირების შემთხვევაში, სავალდებულოა კოდური სიტყვა).
აბონენტი უფლებამოსილია, დაპაუზების სერვისით სარგებლობისას, ნებისმიერ დროს, კვლავ გაიაქტიუროს მომსახურება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ნომრიდან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით. ამ შემთხვევაში აბონენტს დარჩენილი დღეების დაპაუზების ღირებულება არ უბრუნდება.
დაპაუზების სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, აუცილებელია, აბონენტს ანგარიშზე ჰქონდეს შესაბამისი თანხა.
პაკეტის შეცვლა
- კომპანია სთავაზობს აბონენტებს 12-ლარიან პაკეტს.
- აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია 12-ლარიანი პაკეტიდან სტანდარტ (21-ლარიანი) პაკეტზე გადასვლა, მინიმუმ ერთი დღის მომსახურების საფასურის ბარათზე ქონის შემთხვევაში. პაკეტზე გადასვლა შესაძლებელია აბონენტის ნომრიდან კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით.
- აბონენტის ბალანსზე არსებული თანხა ჩაითვლება ახალი პაკეტის მომსახურების საფასურში გადასახდელი თანხის პროპორციულად.