ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი დიჯიტალ TV მრავალფეროვანი, მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხების ხარისხიან მაუწყებლობას საქართველოს ყველა რეგიონში უზრუნველყოფს. 60-მდე არხს აბონენტები შეუფერხებლად იღებენ. დიჯიტალ TV-ს სიგნალის მისაღებად არც ინტერნეტია საჭირო და არც სატელიტური თეფში.
საბაზისო პაკეტი მოიცავს როგორც მსოფლიოში პოპულარულ უცხოურ არხებს, ისე ქართულ – ეროვნულ და ადგილობრივ ტელემაუწყებლებს.
დიჯიტალ TV იყენებს მონაცემთა შემჭიდროების ახალ, უფრო ეფექტურ H.265/HEVC სტანდარტს. ვიდეოს გაუმჯობესებული შეკუმშვის საფუძველზე მიღებულ უპირატესობას მომხმარებელი ორიდან ერთერთი გზით (ან ამ ორი გზის კომბინაციით) იღებს:
დიჯიტალ TV-ს ქსელში ჩასართავად საჭიროა DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერის მქონე ტელევიზორი, ასევე – დეციმეტრული ანტენა და მიმღები მოწყობილობა, რომლის შეძენაც რამდენიმე გზით შეგიძლიათ.
შეკვეთილ მიმღებს ჩვენი წარმომადგენელი სახლში მოგიტანთ. ბარათი სააბონენტო თანხის დარიცხვის შემდეგ გააქტიურდება.
დიჯიტალ TV-ს ინსტალაცია მარტივია. მომხმარებლის სახელმძღვანელოს დახმარებით, ქსელში ჩართვას კომპანიის წარმომადგენლის დახმარების გარეშეც შეძლებთ. დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე (032) 205 12 12
დიჯიტალ TV-ს მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში – 46 ქალაქსა და მათ მიმდებარე სოფლებში მცხოვრები აბონენტებისთვის.
თბილისი, ბათუმი, ქედა, ხულო, შუახევი, კოჯორი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ჭიათურა, ქუთაისი, საჩხერე, ტყიბული, ზესტაფონი, ჯვარი, წალენჯიხა, ზუგდიდი, ფოთი, ჩხოროწყუ, მესტია, მარტვილი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი, ონი, ბეკამი, გორი, დუშეთი, ყაზბეგი, თიანეთი, ბოლნისი, დმანისი, წალკა, მარნეული, ყვარელი, საგარეჯო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ცივი, დედოფლისწყარო, აბასთუმანი, ახალქალაქი, ახალციხე, ასპინძა, ნინოწმინდა, ბაკურიანი, ბორჯომი.
დიჯიტალ TV-ს ანგარიშზე ნებისმიერი ოპერაციის განხორციელების შემდეგ შეტყობინებებს მიიღებთ, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე ტელევიზორის ეკრანზე. შეტყობინებებით შეგახსენებთ გადახდის თარიღსაც.