ჩვენი მისია

სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში, პროფესიონალთა გუნდმა ტელეკომუნიკაციის სფეროში, რევოლუცია მოახდინა – საქართველოში დანერგა ციფრული მაუწყებლობა; ჩვენ ვართ ახალი თაობის სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული პროდუქტები და მაღალხარისხიანი მომსახურება.

გვსურს, მომხმარებელთან დავამკვიდროთ გრძელვადიანი ურთიერთობა – მისი აზრის გათვალისწინების, პროფესიონალიზმისა და ნდობის საფუძველზე.

ჩვენი მისიაა, არაორდინარული მიდგომით, მუდმივად ვეცადოთ, შევცვალოთ არსებული და წარვადგინოთ ახალი იდეები.