ისტორია

დიჯიტალ ტვ-ის შეუფერხებელ მაუწყებლობაზე სტერეო პლუსის ის გუნდია პასუხისმგებელი, რომელმაც ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ააგო.

2002 წელს დაფუძნებული კომპანია სტერეო პლუსის საქმიანობის ძირითად სფეროს ტელე და რადიომაუწყებლობის ორგანიზება და წარმოება, სამაუწყებლო და საკომუნიკაციო ქსელების შექმნა და ექსპლუატაცია წარმოადგენს.

მას შემდეგ კი, რაც, 2014 წელს, კომპანიამ ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, მისი საქმიანობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულება ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება და ციფრული მაუწყებლობის უზრუნველყოფა გახდა.