როგორ ჩავერთო?

აქცია

30 აპრილის ჩათვლით, აბონენტები ისარგებლებენ აქციით. ყველა, ვინც ამ პერიოდში გამოთქვამს ქსელში ჩართვის სურვილს, სრულიად უფასოდ ისარგებლებს ჩვენი მომსახურებით. ამასთან, საჩუქრად ჩაერიცხებათ პირველი თვის სააბონენტოც.


ქსელში ჩართვის სტანდარტული პირობები

ქსელში ჩასართავად, ინსტალაციის დროს, აბონენტი იხდის პირველი თვის სააბონენტოს, 19 ლარს და ქსელში ჩართვის საფასურს, 10 ლარს. მიმღები აბონენტს დროებით სარგებლობაში გადაეცემა.

პირველ თვეს გააქტიურდება სტანდარტული პაკეტი. ჩართვიდან 30 დღის შემდეგ, აბონენტს შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს 11-ლარიანი პაკეტით ან, გააგრძელოს სტანდარტული პაკეტით სარგებლობა.

სტანდარტული პაკეტის სააბონენტო გადასახადი 16 ლარია. მიმღებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში, სააბონენტოს, ყოველთვიურად, ემატება მიმღების ქირა, 3 ლარის ოდენობით.

11-ლარიანი პაკეტის სააბონენტო გადასახადი 8 ლარია, რომელსაც ემატება მიმღების ქირა, თვეში 3 ლარი.

11-ლარიანი პაკეტით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ მიმღებით დროებით სარგებლობის შემთხვევაში.

მოწყობილობის შეძენის პირობა

სტანდარტული გზით, ქსელში ჩართვა სულ 119 ლარი დაუჯდება აბონენტს. ამ თანხაში შედის ქსელში ჩართვის საფასურიც და პირველი თვის სააბონენტო გადასახადიც. მიმღები მომხმარებელს მუდმივ საკუთრებაში გადაეცემა. სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაითიშება მხოლოდ უცხოური არხების მაუწყებლობა, ღია ეთერით გავრცელებული ქართული არხები კი მუდმივად უფასო იქნება.

სტანდარტული პაკეტის სააბონენტო გადასახადი 16 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიმღებს დროებით სარგებლობაში აიღებს, სააბონენტო გადასახადს, ყოველთვიურად, დაემატება მიმღების ქირა, სამი ლარი.

შეკვეთა შესაძლებელია რამდენიმე გზით:

შეუკვეთეთ მიმღები მოწყობილობა – ისარგებლეთ სახლში მიტანის უფასო სერვისითა და უფასო მონტაჟით

სააბონენტოს გადახდისა და მომსახურების შეზღუდვის პირობები

სააბონენტო გადასახადის დაფარვა შესაძლებელია დიჯიტალ ტვ-ის ოფისში, ბანკების სერვისცენტრებში და სწრაფი გადახდის აპარატებიდან. გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ღია ეთერით მოწოდებული ქართული არხები არ გაითიშება, თუ მიმღები თქვენს საკუთრებაშია. თუ მიმღები დროებით სარგებლობაში გაქვთ, სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მიმღები სრულად დაიბლოკება. ყოველდღიურად კი, მიმღების იჯარის თანხა, 10 თეთრი დაემატება დავალიანებას.

თუ ვადის ამოწურვამდე (ბოლო გადახდიდან 30 დღის გასვლამდე) ანგარიშზე არასრულ თანხას შეიტანთ, მაუწყებლობა თანხის პროპორციულ პერიოდში გაგრძელდება.

თუ ბოლო გადახდიდან ორი თვის (60 დღე) განმავლობაში არ გადაიხდით სააბონენტო გადასახადს, თქვენი ანგარიში დეაქტივირდება. ბარათის აღდგენისთვის საჭიროა ხუთი ლარის გადახდა. დეაქტივაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენ მიიღებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე მიმღებ მოწყობილობაზე.

კომპანია დროულად შეგახსენებთ გადახდის თარიღსა და გადასახადის ოდენობას, ყოველ ჯერზე, ვადის ამოწურვამდე.

CI მოდული

დიჯიტალ ტვ-ის მაუწყებლობის მიღება შესაძლებელია მიმღები მოწყობილობის გარეშეც, მხოლოდ CI მოდულისა და ბარათის გამოყენებით. ამისთვის, ტელევიზორს უნდა ჰქონდეს HEVC/H.265 სტანდარტის მხარდაჭერა.

CI მოდულში მოთავსებულ ბარათს ტელევიზორის შესაბამის სლოტში ჩადებთ და ავტომატური ძიების მენიუთი მოძებნით ტელეარხებს. სკანირებული არხები ავტომატურად შეინახება.