უპირატესობები

ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი დიჯიტალ ტვ ჟანრობრივად მრავალფეროვანი, რეიტინგული არხების პაკეტს გთავაზობთ.

დიჯიტალ ტვ-ის ახალი თაობის მიმღების დახმარებით, ყოველგვარი ინტერნეტისა და თეფშის გარეშე შეგიძლიათ, მიიღოთ მსოფლიოში პოპულარული მაღალრეიტინგული არხები, მაღალი ხარისხით.

ჩვენი მიმღების ინსტალაციის სიმარტივე კი დამატებით შესაძლებლობას განიჭებთ, მიმღები თან წაიღოთ და მაუწყებლობა ჩართოთ იქ, სადაც წახვალთ.

დიჯიტალ ტვ-ის მიმღებ მოწყობილობას სხვისი დახმარების გარეშე, მარტივად დაამონტაჟებთ:

  • შეაერთეთ მიმღები ტელევიზორში
  • შეაერთეთ მიმღები დეციმეტრულ ანტენაზე
  • ავტომატური ძიების მენიუს დახმარებით, მოძებნეთ ტელეარხები

ჩვენთან რეიტინგული არხების ფასი ხელმისაწვდომია: დიჯიტალ ტვ-მ სატელევიზიო არხების პაკეტი თქვენს ბიუჯეტსა და გემოვნებას მოარგო. მაღალრეიტინგული და მრავალფეროვანი არხები საქართველოში ყველაზე იაფი ჩვენთანაა – 50-მდე ტელეარხი მხოლოდ 12 ლარად შეგიძლიათ, მიიღოთ.

მომსახურების ხარისხი გამოცდილებითაა გარანტირებული: დიჯიტალ ტვ-ს მაუწყებლობის ხარისხზე სტერეო პლუსის გამოცდილი სპეციალისტების ის გუნდი ზრუნავს, რომლის დამსახურებითაც, ციფრული მაუწყებლობის სიგნალი ახლა უკვე მთელ საქართველოში ვრცელდება.

დიჯიტალ ტვ-ის სიგნალის მიღება საქართველოს მთელ ტერიტორიაზეა შესაძლებელი, მათ შორის, ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილზე.

გაეცანით ჩართვის პირობებს