Digitaltv.geხშირად დასმული კითხვები

რა არის დიჯიტალ ტვ?

დიჯიტალ ტვ ციფრული მაუწყებლობის ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს,  საქართველოს ყველა რეგიონში, სატელევიზიო არხების ფასიან პაკეტს სთავაზობს, ქართულ არხებს კი უფასოდ ავრცელებს. კომპანია მაღალრეიტინგული და მრავალფეროვანი არხების მაუწყებლობას, სატელიტური თეფშისა და ინტერნეტის გარეშე, ხელმისაწვდომ ფასად უზრუნველყოფს. გამოსახულებისა და ხმის მაღალი ხარისხით, დიჯიტალ ტვ-ის სიგნალის მისაღებად, თქვენ მხოლოდ მიმღები მოწყობილობა და დეციმეტრული ანტენა დაგჭირდებათ.

 

რა უპირატესობები აქვს დიჯიტალ ტვ-ის?

დიჯიტალ ტვ-ის უპირატესობა ინოვაციურ შემოთავაზებებშია. კომპანიის მომსახურება გამოირჩევა სიმარტივით, ხელმისაწვდომი ფასებითა და მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ მაღალრეიტინგული არხების მისაღებად არ გჭირდებათ ინტერნეტი, არც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად მოგიწევთ ადგილის მოძიება და დროის დახარჯვა. სიგნალის მისაღებად მიმღები მოწყობილობა დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორს უნდა მიუერთოთ.

დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს ყველა რეგიონში.

 

სად შევიძინო მიმღები?

დიჯიტალ ტვ-ის მიმღები, პირველ ეტაპზე, შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მისამართებზე:

თბილისში:

• ჩვენს სერვისცენტრში, მისამართზე: მ. ალექსიძის N1;
• ახალ „კიდობანში“, სართული 0, მაღაზია N24, ცაბაძის N8;
• სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლში“, ძველ ადმინისტრაციულ შენობაში;
• გლდანში, მეტრო ახმეტელთან, შეშელიძის N3.

თბილისის მასშტაბით, მოქმედებს მიტანის უფასო სერვისი.

ქუთაისში:

  • ზვიად გამსახურდიას N30, „მეგატექნიქსის“ მაღაზია;
  • ილია ჭავჭავაძის N51ა, სავაჭრო ცენტრი „უნივერმაღი“;
  • რუსთაველის N141, „ფუდმარტის“ სავაჭრო ცენტრში (უბანი ზასტავა)

 

როგორ დავამონტაჟო დიჯიტალ ტვ?

დიჯიტალ ტვ-ის ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ ამას სხვისი დახმარების გარეშეც შეძლებთ. მიმღები მოწყობილობა მხოლოდ ტელევიზორსა და დეციმეტრულ ანტენას უნდა დაუკავშიროთ. ყველა საჭირო მოწყობილობას თქვენ მიერ შეძენილ ყუთში, მომხმარებლის სახელმძღვანელოსთან ერთად ნახავთ.

 

როგორი ტელევიზორი მჭირდება მაუწყებლობის მისაღებად?

დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობით მაუწყებლობას ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორში მიიღებთ.

 

რა ღირს დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების მიღება?

დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების მისაღებად, 30 ივნისის ჩათვლით, მოქმედებს აქცია. აქციაში ჩართვა მხოლოდ ათ ლარად არის შესაძლებელი. მიმღები დროებით სარგებლობაში გადმოგეცემათ. აქციის ერთადერთი პირობაა ის, რომ ქსელში ჩართვის მომენტში, უნდა გააქტიურდეს პირველი თვის მომსახურება – სააბონენტოს,  12 ლარის და მიმღების ქირის, 3 ლარის გადახდით.

თუ გსურთ, მიმღები მუდმივ საკუთრებაში გქონდეთ, მისი შეძენა სულ 99 ლარი დაგიჯდებათ: ამ თანხაში შედის ქსელში ჩართვის საფასურიც და პირველი თვის სააბონენტო გადასახადიც. ყოველ მომდევნო თვეს, სააბონენტო გადასახადი 12 ლარი იქნება.

საბაზისო პაკეტის სტანდარტული ღირებულება 12 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს დროებით სარგებლობაში მიიღებთ, სააბონენტო გადასახადს, ყოველთვიურად, დაემატება მიმღების ქირა, სამი ლარი. ჯამში, ყოველი თვის დასაწყისში, გადაიხდით 15 ლარს.

 

როგორ გადავიხადო მომსახურების გადასახადი?

დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია:

  • დიჯიტალ ტვ-ის სერვისცენტრში;
  • სწრაფი გადახდის აპარატებიდან;
  • ბანკების სერვისცენტრების საშუალებით;

 

რა მოხდება, თუ გადახდას დავაგვიანებ ან გადასახადის მხოლოდ ნაწილს დავფარავ?

თუ დიჯიტალ ტვ-ის მომსახურების გადასახადს დროულად არ დაფარავთ, უცხოური არხების მაუწყებლობა გაგეთიშებათ. იმ შემთხვევაში, თუ მიმღები მოწყობილობა თქვენს საკუთრებაშია, და არა დროებით სარგებლობაში, ქართულ არხებს შეუფერხებლად მიიღებთ.

ფასიანი მომსახურების გათიშვამდე ორი დღით ადრე, მიიღებთ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე ტელევიზორის ეკრანზე. შეტყობინება შეგახსენებთ გადასახადის ოდენობასა და გადახდის ბოლო ვადას.

გადაუხდელობის გამო გათიშული მომსახურება მას შემდეგ აღდგება, რაც ერთი თვის სააბონენტო თანხას სრულად შეიტანთ თქვენს ანგარიშზე. მომსახურება კი თანხის ჩარიცხვის დღიდან აითვლება. მაგალითად, თუ მომსახურება გაგეთიშათ ათ რიცხვში და თანხა შეიტანეთ – თხუთმეტში, მაუწყებლობა თხუთმეტიდან პლუს ოცდაათ დღეს გააქტიურდება.

იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არასრულ თანხას შეიტანთ, მაუწყებლობით იმდენი დღით ისარგებლებთ, რამდენ დღესაც დარიცხული თანხა ეყოფა.

 

რა სიხშირეზე მივიღებ მაუწყებლობას?

ამ ეტაპზე, დიჯიტალ ტვ-ის სიგნალი  22 სამაუწყებლო პუნქტს მიეწოდება

# არხი სიხშირე
1 თბილისი 28 530
2 კოჯორი 28 530
3 თელავი/ცივი 28 530
4 საგარეჯო 28 530
5 დედოფლისწყარო 47 682
6 ყვარელი 28 530
7 სიღნაღი 47 682
8 დუშეთი 28 530
9 გორი 28 530
10 ხაშური/ბეკამი 28 530
11 ზესტაფონი 41 634
12 ქუთაისი 41 634
13 ჭიათურა 41 634
14 საჩხერე 41 634
15 ჩოხატაური 41 634
16 ბათუმი 36 594
17 ზუგდიდი 36 594
18 ფოთი 40 626
19 ბორჯომი 28 530
20 ახალციხე 41 634
21 ბოლნისი 36 594
22 მარნეული 28 530