გრაფიკული დიზაინერი

დიჯიტალ ტვ აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
დიჯიტალ ტვ-ს დიზაინერს დაევალება
·         მარკეტინგული აქტივობების, პროექტებისა და კამპანიების მომზადებაში ჩართვა და ვიზუალური მასალების შემუშავება;
·         შესაფუთი და POS მასალების მომზადება;
·         რეკლამისა და პრომოაქციისთვის მასალების მომზადება;
·         ციფრული და სოციალური მედიის არხების ყოველდღიური კონტენტის შემუშავება;
·         ახალი პროდუქტების შეფუთვების კონცეფციაზე მუშაობა და შექმნა;
·         სტამბებისთვის და სარეკლამო კომპანიებისთვის საბეჭდი მასალების მომზადება;
·         სტამბებთან ურთიერთობა.
ჩვენს გრაფიკულ დიზაინერს უნდა ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება; უნდა იცოდეს Adobe Photoshop, Adobe Illustrator  და Corel – პროფესიულ დონეზე; სასურველია 3D გრაფიკული პროგრამების ცოდნა.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ ავტობიოგრაფია (CV), ფოტოსთან ერთად, ელ. ფოსტის მეშვეობით – შემდეგ მისამართზე: hr@digitaltv.ge.