Digitaltv.geხელშეკრულების პირობები

ზოგადი პირობები

  • სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითებულ 1 თვეში იგულისხმება 30 კალენდარული დღე.
  • „კომპანია“ უფლებამოსილია ცალმხრივად, ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პაკეტი/პირობები ან/და მომსახურების პაკეტის შემადგენლობა (სატელევიზიო არხები) რის თაობაზეც „აბონენტს“ უნდა ეცნობოს ინდივიდუალური შეტყობინებით, ცვლილებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.

 

 საგარანტიო პირობები

  • ქარხნული წუნის შემთხვევაში, მიმღები მოწყობილობის შეცვლა შესაძლებელია მისი აბონენტისთვის გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. გადაცემიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის შემდგომ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, ქარხნული წუნის არსებობისას, ხორციელდება ნივთის შეკეთება (თუ შეკეთება შეუძლებელია,  ხდება ნივთის შეცვლა);
  • ქარხნულ წუნს ადგენს შპს „დი +“ ნივთის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღეში, ხოლო ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში, შპს ,,დი +“ ვალდებულია შეაკეთოს/შეცვალოს  ნივთი 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში;
  • სხვა მიზეზით დაზიანებული ან დაკარგული ნივთის შეცვლა ხდება იმავე მოდელით. ამ დროს აბონენტმა თავიდან უნდა გადაიხადოს დაზიანებული/დაკარგული ნივთის შესაბამისი ღირებულება;
  • აბონენტი საგარანტიო პირობებით სარგებლობისთვის მიმართავს შპს „დი +“-ს მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. N1. თუ აბონენტი იმყოფება რეგიონში, მას შეუძლია, დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე (032 205 12 12), მითითებულ ვადაში და ჩვენი წარმომადგენელი უზრუნველყოფს ადგილზე მომსახურებას.

 

 მომსახურების შეზღუდვა და შეწყვეტა

ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში, აბონენტს შეეზღუდება მომსახურების მიწოდება. ბალანსის სრულად ამოწურვის შემთხვევაში, მომსახურების მიღებისათვის, აბონენტმა უნდა გადაიხადოს ერთი თვის მომსახურების თანხა სრულად. ბალანსის ამოწურვამდე აბონენტს შეუძლია ნებისმიერი თანხით შეავსოს ბალანსი და გაიაქტიუროს მომსახურება თანხის პროპორციული დღეების შესაბამისად.  თუ აბონენტი 2 (ორი) თვის განმავლობაში არ შეავსებს ბალანსს, მას მომსახურება უწყდება და ქსელში აბონენტად აღდგენისთვის უნდა გადაიხადოს 5 (ხუთი) ლარი.

თუ აბონენტს მიმღები მოწყობილობა დროებით სარგებლობაში აქვს გადაცემული და  მომსახურების შეწყვეტიდან 120 (ასოცი) დღის ვადაში „აბონენტი“ არ განახორციელებს აბონენტად აღდგენას, სააბონენტო ხელშეკრულება შეწყდება და იგი ვალდებულია დროებით გადაცემული მიმღები-მოწყობილობა დაუბრონოს კომპანიას.

თუ აბონენტს მიმღები-მოწყობილობა აქვს საკუთრებაში შეზღუდვის/შეწყვეტის შემთხვევაში, იგი ვერ შეძლებს მხოლოდ დიჯიტალ ტვ-ის არხების ყურებას; ხოლო მიმღები-მოწყობილობის დროებით სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, მიმღები იბლოკება სრულად და ამასთანავე „აბონენტი“ არ თავისუფლდება ქირის თანხის გადახდისგან; აბონენტად აღდგენის დროს პირველ რიგში დაიფარება ქირის ღირებულების დავალიანება, შემდგომ აბონენტად აღდგენის საფასური (5 ლარი), შემდგომ პირველი თვის ქირის ღირებულება და ბოლოს მომსახურების საფასური.

ხელშეკრულების შეწყვეტა, დროებით სარგებლობაში გადაცემული მიმღები მოწყობილობის შემთხვევაში
  • აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააბრუნოს დიჯიტალ ტვ-ის მიმღები-მოწყობილობა;
  • აბონენტის ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მას ეკისრება ჯარიმა 5 ლარის ოდენობით; თუ აბონენტი 1 თვით ადრე შეატყობინებს კომპანიას შეწყვეტის სურვილის შესახებ, მას ჯარიმა არ დაეკისრება;
  • აბონენტი მიმღები მოწყობილობის შემადგენელი ნაწილების დაზიანება/დაკარგვის შემთხვევაში ანაზღაურებს მათ ღირებულებას, შემდეგი საბაზრო ფასების შესაბამისად :
STB 90.00 ლარი
HDMI კაბელი 5.00 ლარი
2 ც ელემენტი 1.00 ლარი
პულტი 10.00 ლარი
კვების ბლოკი 10.00 ლარი
ანალოგური კაბელი 3.00 ლარი
ბარათი 15.00 ლარი
აბონენტი, რომელიც ცხოვრობს/იმყოფება თბილისში:
  • უნდა მივიდეს დიჯიტალ ტვ-ის სათაო ოფისში (მის: თბილისი, ალექსიძის N1) და განაცხადოს მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, დააბრუნოს მიმღები მოწყობილობა და მოახდინოს ანგარიშსწორება.
  • ხელშეკრულების ვადის გასვლისა და მომსახურების შეწყვეტის შემდეგ, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა დააბრუნოს მიმღები მოწყობილობა 5 სამუშაო დღეში და მოახდინოს ანგარიშსწორება.
  • მიმღები – მოწყობილობის გადაცემის მომენტში, მხარეთა შორის ხდება ანგარიშსწორება და დგება მიღება-ჩაბარების აქტი, აბონენტს ბალანსზე არსებული თანხა უბრუნდება. ასევე აბონენტი ვალდებულია, გადაიხადოს დაბრუნების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) 5 ლარის ოდენობით, შესაძლებელია აღნიშნული ჯარიმა გაიქვითოს ბალანსზე არსებულ თანხით.
აბონენტი, რომელიც არ ცხოვრობს თბილისში:
  • რეკავს კომპანიის ცხელ ხაზზე 032 2051212 და კომპანიას აცნობებს მომსახურების შეწყვეტის სურვილის შესახებ. მას მომსახურება უწყდება დარეკვის მომენტიდან.
  • მომსახურების შეწყვეტიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღის ვადაში, კომპანიის წარმომადგენელი თავად უზრუნველყოფს მიმღები-მოწყობილობის ჩაბარებას;
  • მიმღები – მოწყობილობის გადაცემის მომენტში, მხარეთა შორის ხდება ანგარიშსწორება და დგება მიღება-ჩაბარების აქტი.
ხელშეკრულების შეწყვეტა, მიმღები მოწყობილობის ნასყიდობის შემთხვევაში

აბონენტს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სააბონენტო ხელშეკრულება.

 

რეგიონული პაკეტი

  • კომპანია სთავაზობს აბონენტებს რეგიონულ პაკეტს. ამ ეტაპზე რეგიონული პაკეტით სარგებლობა შესაძლებელია კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და იმერეთის რეგიონებში.
  • აბონენტს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგიონული (8-ლარიანი) პაკეტიდან სტანდარტ (15-ლარიანი) პაკეტზე გადასვლა, მინიმუმ ერთი დღის მომსახურების საფასურის ბარათზე ქონის შემთხვევაში. პაკეტზე გადასვლა შესაძლებელია აბონენტის ნომრიდან კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვით.
  • აბონენტის ბალანსზე არსებული თანხა ჩაითვლება ახალი პაკეტის მომსახურების საფასურში გადასახდელი თანხის პროპორციულად.