ციფრული მაუწყებლობა

2015 წლიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ანალოგური მიწისზედა მაუწყებლობა ციფრულმა მაუწყებლობამ ჩაანაცვლა. შესაბამისად, ქვეყნის ყველა მცხოვრები ტელეარხებზე, ხმისა და გამოსახულების გაუმჯობესებული ხარისხით სარგებლობს.

ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის აგება ციფრულმა მულტიპლექს ოპერატორმა სტერეო პლუსმა უზრუნველყო. კომპანიამ რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში 2014 წელს გაიმარჯვა.

სტერეო პლუსმა, მიღებული გამოცდილებით, ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი დიჯიტალ TV გაიტანა ბაზარზე. დიჯიტალ TV ქართულ არხებთან ერთად, მოსახლეობას, ხმისა და გამოსახულების მაღალი ხარისხით, რეიტინგულ უცხოურ არხებს სთავაზობს. დიჯიტალ TV-ს აბონენტები ციფრული სატელევიზიო სიგნალს ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე იღებენ.