როგორ ჩავერთო?

ქსელში ჩართვის პირობები

აქცია

1 ოქტომბრამდე, მოქმედებს აქცია! ქსელში ჩართვა უფასოდ არის შესაძლებელი. მიმღები დროებით სარგებლობაში გადმოგეცემათ. აქციის ერთადერთი პირობაა ის, რომ ქსელში ჩართვის მომენტში, უნდა გააქტიურდეს პირველი თვის მომსახურება, სააბონენტოს – 12 ლარის და მიმღების ქირის – 3 ლარის გადახდით.

სტანდარტული პირობა

სტანდარტული გზით, ქსელში ჩართვა სულ 99 ლარი დაგიჯდებათ. ამ თანხაში შედის ქსელში ჩართვის საფასურიც და პირველი თვის სააბონენტო გადასახადიც. მიმღები თქვენს მუდმივ საკუთრებაში იქნება. ყოველ მომდევნო თვეს, სააბონენტო გადასახადი 12 ლარია. სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, გაგეთიშებათ მხოლოდ უცხოური არხების მაუწყებლობა, ქართული არხები კი მუდმივად უფასოდ მოგეწოდებათ.

საბაზისო პაკეტის სტანდარტული ღირებულება 12 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს დროებით სარგებლობაში მიიღებთ, სააბონენტო გადასახადს, ყოველთვიურად, დაემატება მიმღების ქირა, სამი ლარი. ჯამში, ყოველი თვის დასაწყისში, გადაიხდით 15 ლარს.

სააბონენტოს გადახდისა და მომსახურების შეზღუდვის პირობები

სააბონენტო გადასახადის დაფარვა შესაძლებელია დიჯიტალ ტვ-ის ოფისში, ბანკების სერვისცენტრებში და სწრაფი გადახდის აპარატებიდან. გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქართული არხები არ გაითიშება, თუ მიმღები თქვენს საკუთრებაშია. თუ მიმღები დროებით სარგებლობაში გაქვთ, სააბონენტო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, უცხოურთან ერთად, ქართული არხებიც გაითიშება.

თუ ვადის ამოწურვამდე (ბოლო გადახდიდან 30 დღის გასვლამდე) ანგარიშზე არასრულ თანხას შეიტანთ, მაუწყებლობა თანხის პროპორციულ პერიოდში გაგრძელდება. სააბონენტო გადასახადის დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში, არ გერიცხებათ ჯარიმა.

თუ ბოლო გადახდიდან ორი თვის (60 დღე) განმავლობაში არ გადაიხდით სააბონენტო გადასახადს, თქვენი ანგარიში დეაქტივირდება. ბარათის აღდგენისთვის საჭიროა ხუთი ლარის გადახდა. დეაქტივაციამდე რამდენიმე დღით ადრე, თქვენ მიიღებთ გამაფრთხილებელ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე მიმღებ მოწყობილობაზე.

კომპანია დროულად შეგახსენებთ გადახდის თარიღსა და გადასახადის ოდენობას, ყოველ ჯერზე, ვადის ამოწურვამდე.

CI მოდული

დიჯიტალ ტვ-ის მაუწყებლობის მიღება შესაძლებელია მიმღები მოწყობილობის გარეშე, მხოლოდ CI მოდულისა და ბარათის გამოყენებით. ტელევიზორს უნდა ჰქონდეს HEVC/H.265 სტანდარტის მხარდაჭერა.

CI მოდულში მოთავსებულ ბარათს ტელევიზორის შესაბამის სლოტში ჩადებთ და ავტომატური ძიების მენიუთი მოძებნით ტელეარხებს. სკანირებული არხები ავტომატურად შეინახება.

CI მოდულის შეძენა ამ ეტაპზე, მხოლოდ დიჯიტალ ტვ-ის ოფისში შეგიძლიათ.