Digitaltv.geპრესრელიზები

დიჯიტალ ტვ-ის შეთავაზება ახალი აბონენტებისთვის

 

ტელევიზია ხმისა და გამოსახულების მაღალი ხარისხით, ინსტალაციის ყველაზე მარტივი შესაძლებლობით, პოტენციურ და არსებულ აბონენტებს მუდმივად სთავაზობს სიახლეებსა და აქციებს.
ამჯერად დიჯიტალ ტვ-იმ პოტენციური აბონენტებისთვის შეღავათიანი პაკეტი შექმნა. მაღალრეიტინგული უცხოური არხების მიღება ახლა უკვე, თვეში, სულ რაღაც 8 ლარად არის შესაძლებელი.
აქციით, კომპანიამ მიზნად დაისახა, გაეზარდა რეიტინგული არხების ხელმისაწვდომობა იმ აბონენტებისთვის, რომლებმაც უცხოურ არხებზე უარი მაღალი ტარიფის გამო თქვეს. დიჯიტალ ტვ-ის დაბალფასიან პაკეტში ჟანრობრივად მრავალფეროვანი უცხოური არხებია.
გარდა იმისა, რომ დიჯიტალ ტვ-მ რჩეული უცხოური არხები შეღავათიან ფასად წარადგინა, კომპანია ახალ აბონენტებს ქსელში ჩართვას უფასოდ სთავაზობს. ქსელში ჩასართავად საჭიროა, მხოლოდ ერთი თვის მომსახურების გადასახადი 15 ლარი, რომელიც აბონენტის ანგარიშზე ჩაირიცხება და სტანდარტულ პაკეტს გაააქტიურებს.
მეტი კომფორტისთვის, კომპანია აბონენტობის მსურველებს სახლში მიტანის უფასო სერვისსაც სთავაზობს. უფასოა მონტაჟიც.
დიჯიტალ ტვ ჯერ სულ რამდენიმე თვეა, რაც ციფრული მაუწყებლობის ბაზარზეა. კომპანიის გუნდმა უკვე შეძლო რამდენიმე ათასი აბონენტის ნდობის მოპოვება და აგრძელებს მათთვის ხარისხიანი მაუწყებლობის უზრუნველყოფას.

დიჯიტალ ტვ-მ აბონენტებს პირველი აქცია შესთავაზა

 

ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ სარეალიზაციო ქსელს ეტაპობრივად აფართოებს. გაყიდვები 15 მაისს დაიწყო და მომხმარებლების ინტერესიც, თბილისსა და რეგიონებში, დღითიდღე იზრდება.
დიჯიტალ ტვ-მ უკვე შესთავაზა აბონენტებს პირველი აქცია. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აქციის მიზანი მიმღები მოწყობილობის შესაძენად, მომხმარებლისთვის უფრო კომფორტული, ალტერნატიული გზის შეთავაზებაა.
„30 ივნისის ჩათვლით, აქციაში ჩართვა 10 ლარი ღირს. დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა მომხმარებელს დროებით სარგებლობაში გადაეცემა. აქციის ერთადერთი პირობაა ის, რომ ქსელში ჩართვის მომენტში, აბონენტი პირველი თვის მომსახურებას ააქტიურებს“, – განაცხადეს კომპანიაში.
მიმღების მუდმივ საკუთრებაში ქონის შემთხვევაში, აბონენტს, სააბონენტოს გადაუხდელობის შემთხვევაშიც კი, ქართული არხების მიღების შესაძლებლობა რჩება.
დიჯიტალ ტვ-ის მიმღების შეძენა თბილისსა და იმერეთშია შესაძლებელი. თბილისში, კომპანია მომხმარებელს მიტანის უფასო სერვისს სთავაზობს.
კომპანია რამდენიმე დღის წინ, საზოგადოების წინაშე, უკვე წარსდგა პროდუქტის პრეზენტაციით, რომელსაც დიჯიტალ ტვ-ის პარტნიორებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენის აპარატის წარმომადგენელი და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრები ესწრებოდნენ.

დიჯიტალ ტვ ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე წარდგა

 

ციფრული მაუწყებლობის ბაზარზე ახალი საკაბელო ოპერატორი დიჯიტალ ტვ გამოჩნდა. ინოვაციური უპირატესობების მქონე მაუწყებლობის ჩასართავად სტერეო პლუსის რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გამოიყენება.
სტერეო პლუსის ბაზაზე მუშაობა პროფესიონალურ მომსახურებას თავისთავად გულისხმობს, რადგან ამ მიმართულებით, კომპანიას დიდი გამოცდილება აქვს: კერძო მაუწყებლების გასავრცელებლად ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2015 წელს, სწორედ სტერეო პლუსმა ააგო.
დიჯიტალ ტვ სიგნალის გავრცელების  უახლეს სტანდარტებს იყენებს. მონაცემების შემჭიდროების HEVC/H.265 სტანდარტი ოპერატორს შესაძლებლობას აძლევს, ხარისხის შეუცვლელად, უფრო დიდი მოცულობის მონაცემი გაავრცელოს.
ინტერნეტისა და სატელიტური თეფშის გარეშე, მაღალრეიტინგული უცხოური და ქართული არხების მიღება უკვე შეუძლიათ საქართველოს დიდ ქალაქებსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ აბონენტებს.
უცხოური და ქართული ტელეარხების მისაღებად, აბონენტებს მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა სჭირდებათ. დიჯიტალ ტვ-ის სიგნალს ნებისმიერი ფორმატის ტელევიზორი იღებს.
კომპანიის მიერ აბონენტებისთვის შეთავაზებულ პირველ პაკეტში გაერთიანებულია ჟანრობრივად მრავალფეროვანი არხები ისე, რომ ყველა ასაკისა და გემოვნების მაყურებლის ინტერესებზე იყოს მორგებული.
დიჯიტალ ტვ გამოირჩევა ინსტალაციის სიმარტივითაც: აბონენტს თავად შეუძლია, ჩაერთოს ქსელში, მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთებით.
მიმღები მოწყობილობის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

ციფრული მაუწყებლობის ოპერატორმა “დიჯიტალ ტვ” ბრენდინგი განახორციელა

 

ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი დიჯიტალ ტვ, კომპანია სტერეო პლუსის ახალი ბრენდია. ახალი ბრენდისთვის კი, ბაზარზე გამოჩენამდე, ყველაზე მნიშვნელოვანი იმიჯია – როგორი დიზაინით: ლოგოთი და ფერით წარდგება საზოგადოების წინაშე.
კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი გიორგი გამყრელიძე ამბობს, რომ დიჯიტალ ტვ-ის დიზაინში წითელი ფერი გამოხატავს მიზანს, რაც ბაზარზე დომინანტობას უკავშირდება: „მაქსიმალურად ვეცადეთ, მომხმარებლისთვის, მასზე ორიენტირებული პროდუქტი შეგვეთავაზებინა და ლოგოც, სლოგანიც, ამ მთავარ გზავნილს გამოხატავს. ლოგო ენერგიულობას გამოხატავს, ციფრული ქარია და ჩვენი ახალი თაობის მიმღებიც ამას გულისხმობს: ციფრული მაუწყებლობის მიღება აბონენტს მთელ საქართველოში შეუძლია. სლოგანი„შენთვის შექმნილი მაუწყებლობა“, გამოხატავს მთავარ შეტყობინებას – იმას, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის შეიქმნა და მის ინტერესებზეა მორგებული.
რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებას: მაღალრეიტინგული სატელევიზიო არხები კვლევების საფუძველზე შევარჩიეთ. მთავარი უპირატესობა კი არის მარტივი ინსტალაცია, მომხმარებელს თავად შეუძლია რესივერის მონტაჟი; ასევე კომფორტი, პროდუქტის გამოყენებისას: მიმღები შეგიძლიათ წაიღოთ სოფელში, აგარაკზე, სადაც წახვალთ. მაუწყებლობის ჩასართავად არც ინტერნეტია საჭირო და არც სატელიტური თეფში.“
ბრენდის შექმნაზე, გიორგი გამყრელიძესთან ერთად, არტდირექტორმა და დიზაინერმა დავით ჭადაშვილმა იმუშავა.

დიჯიტალ ტვ – #თეფშები აღარ დაგჭირდებათ

 

#თეფშები აღარ დაგჭირდებათ –  ერთთვიანი კამპანიის შემდეგ, ინტრიგას ფარდა აეხადა. რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ თეფშები აღარ დაგვჭირდეს? კითხვას პასუხი ციფრული მაუწყებლობის ახალმა ოპერატორმა დიჯიტალ ტვ-მ გასცა.
„ინტერნეტ მომხმარებლების ვერსიები იმის შესახებ, აბების ფორმის საკვები შემოდის, მალე საჭმელი აღარ გვექნება თუ მფრინავ თეფშებს უნდა ველოდოთ – არ გამართლდა. სინამდვილეში, საქმე იმაშია, რომ დიჯიტალ ტვ სატელიტური თეფშის გარეშე მაუწყებლობას იწყებს. ქსელში ჩასართავად, არც ინტერნეტია საჭირო“, – აცხადებს დიჯიტალ ტვ-ის წარმომადგენელი.
მაღალრეიტინგული უცხოური არხები აბონენტების ინტერესებსა და ბიუჯეტსაა მორგებული, მისი ციფრული სიგნალი კი მთელ საქართველოში ვრცელდება.
აბონენტებს ქართული და უცხოური არხების მაღალი ხარისხით მისაღებად მხოლოდ დეციმეტრული ანტენა და დიჯიტალ ტვ-ის მიმღები მოწყობილობა დასჭირდებათ. ინსტალაციას კი ისინი კომპანიის წარმომადგენლის დახმარების გარეშეც შეძლებენ: ქსელში ჩასართავად, მხოლოდ მიმღების დეციმეტრულ ანტენასა და ტელევიზორთან მიერთება იქნება საჭირო. დეტალური ინსტრუქცია კი მომხმარებლის სახელმძღვანელოშია მოცემული. მიმღები მოწყობილობების გაყიდვა მალე დაიწყება.
მომსახურების ხარისხი გამოცდილებითაა გარანტირებული: დიჯიტალ ტვ-ს შეუფერხებელ მაუწყებლობაზე სტერეო პლუსის ის გუნდი იმუშავებს, რომელმაც 2015 წელს, ანალოგურიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის უზრუნველსაყოფად, ქსელი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ააგო.