Digitaltv.geბლოგი

შვებულებამდე სანახავი ფილმები

სანამ შვებულებამდე დარჩენილ დღეებს ითვლი, ცხელი სამუშაო დღის შემდეგ ისეთ ფილმებს უნდა უყურო, დასვენებისთვის საინტერესო იდეას რომ შთაგაგონებს.
დიჯიტალ ტვ-ის კინოარხებზე ყოველთვის გადის შენი საყვარელი ჟანრის ფილმები.
  1. Under the Tuscan Sun/ტოსკანის მზის ქვეშ (2003)

  2. Eat, Pray, Love/ჭამე, ილოცე, გიყვარდეს (2010)

  3. Wild/ველური (2014)

  4. Girls Trip/გოგონების მოგზაურობა (2017)

  5. The Best Exotic Marigold Hotel/ყველაზე ეგზოტიკური სასტუმრო მარიგოლდი (2011)

  6. Amelie/ამელი (2001)

  7. Dirty Dancing/ბინძური ცეკვები (1987)

  8. The Holiday/შვებულება (2006)

  9. Mamma Mia/მამა მია (2008)

  10. 50 First Dates/50 პირველი პაემანი (2004)

რა არის Backlighting - ტელევიზორის ყურება თვალების ზედმეტი გადაღლის გარეშე, შესაძლებელია

იმის მიუხედავად, რას გვეუბნებოდნენ დედები ბავშვობაში, ტელევიზორთან ახლოს ჯდომით მხედველობას არ დავკარგავთ, არც გავიუარესებთ. ტელევიზორთან ახლოს ჯდომა არ აზიანებს თვალებს. თუმცა, იწვევს თვალის გადაღლილობას და დაძაბვას. ამას თავად ოფთალმოლოგები ამბობენ.

იმისთვის, რომ თვალების ზედმეტი დაძაბვა ავირიდოთ თავიდან, კანადის ოფთალმოლოგთა ასოციაცია რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს.

განათება

ოთახში, სადაც ტელევიზორი დგას, განათება ძალიან მნიშვნელოვანია. ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ტელევიზორს ვუყუროთ არც ძალიან განათებულ და არც ძალიან ჩაბნელებულ ოთახში, რადგან სხვა შემთხვევაში, გამოსახულების დასანახად, თვალი ძალიან იძაბება.

ასევე, ოფთალმოლოგები გვირჩევენ, ტელევიზორს არ ვუყუროთ მზის სათვალეებით.

ოფთალმოლოგების რჩევით, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, იმისთვის, რომ ტელევიზორის ყურებისას, თვალი ზედმეტად არ დაიტვირთოს: ეს არის განათება ტელევიზორის უკან, ეგრეთ წოდებული Backlighting.

 

დისტანცია

არსებობს მოსაზრება, რომ ფართოეკრანიან ტელევიზორზე გამოსახულებას თვალი სხვანაირად აღიქვამს, ვიდრე ანალოგურ ტელევიზორზე. მეორე მოსაზრებით, ეკრანს მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ, არ უნდა დავსხდეთ ტელევიზორთან ისე ახლოს, რომ ცხვირით ეკრანს ვეხებოდეთ.

კანადის ოფთალმოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით, მანძილი ტელევიზორამდე უნდა იყოს მის დიაგონალზე ხუთჯერ დიდი.

საუკეთსო რჩევა კი ისაა, რომ საღი აზრით ვიმოქმედოთ და თუ თვალები გვტკივა, გავზარდოთ მანძილი ტელევიზორამდე. დავსხდეთ ტელევიზორთან ისე, რომ ეკრაზე ტექსტის კითხვა დაელმების გარეშე შევძლოთ.

თუ ტელევიზორმა თვალი დაგიღალათ, ცოტა ხნით შეხედეთ უფრო შორს მდებარე საგანს.

კანადური ასოციაცია 20-20-20 წესს სთავაზობს ყველას, როგორც კომპიუტერთან, ისე ტელევიზორთან ჯდომის დროს გამოსაყენებლად.

ეს არის, ყოველ 20 წუთში, 20-წამიანი შესვენების აღება და ფოკუსირება სულ მცირე, 20 ფუტით (დაახლოებით, 6 მეტრი) დაშორებულ საგანზე.

ტელევიზორის ახლოდან ყურება მართლა აზიანებს თვალებს?

ტელევიზორთან ახლოს ჯდომა არ იწვევს ჯანმრთელობის არცერთი ფორმით დაზიანებას.  ამას ოფთალმოლოგები ამბობენ. მითი 1960-იანი წლებიდან არსებობს, როცა კომპანია General Electric-მა ახალი ფერადი ტელევიზორების გაყიდვა დაიწყო. ამ ტელევიზორების მიერ გამოსხივებული რადიაცია ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის მიერ უსაფრთხოდ დაშვებულ დონეს 100 000-ჯერ აღემატებოდა. კომპანიამ დეფექტიანი ტელევიზორები გაყიდვიდან ამოიღო და შეაკეთა. მაგრამ მითი არსებობას დღემდე განაგრძობს.

„ტელევიზორის ყურება, დისტანციის მიუხედავად, არ იწვევს თვალის არანაირ დაზიანებას. თუმცა, ტელევიზორთან ძალიან ახლოს, ან არასტანდარტული კუთხით ჯდომამ, შეიძლება თვალების გადაღლა გამოიწვიოს. თვალების დასვენება ძალიან მარტივად შეიძლება. გამოსავალი ტელევიზორის გამორთვა, დასვენება და ღამით, კარგი ძილია“, – ოფთალმოლოგიის ამერიკული აკადემიის წარმომადგენელი, დოქტორი ლი დაფნერი.

მითია ასევე ის, რომ ბავშვის ტელევიზორთან ახლოს ჯდომა იწვევს ახლომხედველობას. ეს შეიძლება კარგი ინდიკატორი იყოს იმის აღმოსაჩენად, რომ ბავშვი ახლომხედველია. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ თქვენი შვილი ყოველთვის ახლოს ჯდება ტელევიზორთან, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ოფთალმოლოგთან.

ტელევიზორის ყურებამ პრობლემები შეიძლება, სხვა ფორმით შექმნას. ბავშვებს, რომლებიც დღეში 4 საათზე მეტ დროს ატარებენ ტელევიზორთან, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება შეექმნათ ჭარბწონიანობის პრობლემა. ასევე, ტელევიზორის ხშირი ყურების შედეგად, შეიძლება, ბავშვმა დაისწავლოს ცუდი მანერები, რასაც ეკრანზე ხედავს. სრული აკრძალვა, ალბათ, შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია ის, რომ ბავშვის ტელევიზორთან ჯდომის ხანგრძლივობა გავაკონტროლოთ.