რა უპირატესობები აქვს დიჯიტალ ტვ-ს?

 

დიჯიტალ ტვ-ს უპირატესობა ინოვაციურ შემოთავაზებებშია. კომპანიის მომსახურება გამოირჩევა სიმარტივით, ხელმისაწვდომი ფასებითა და მრავალფეროვნებით. გარდა იმისა, რომ მაღალრეიტინგული არხების მისაღებად არ გჭირდებათ ინტერნეტი, არც სატელიტური თეფშის დასამონტაჟებლად მოგიწევთ ადგილის მოძიება და დროის დახარჯვა.

დიჯიტალ ტვ-ს მომსახურების მიღება შეგიძლიათ საქართველოს ყველა რეგიონში.

 

როგორ დავამონტაჟო დიჯიტალ ტვ?

 

დიჯიტალ ტვ-ს ინსტალაცია იმდენად მარტივია, რომ ამას სხვისი დახმარების გარეშეც გააკეთებთ. ყველა საჭირო მოწყობილობას თქვენ მიერ შეძენილ ყუთში, მომხმარებლის სახელმძღვანელოსთან ერთად ნახავთ.

 

როგორ შევუკვეთო დიჯიტალ ტვ-ს მიმღები?

 

დიჯიტალ ტვ-ს მიმღების შესაკვეთად რამდენიმე გზა არსებობს. შეკვეთის დაფიქსირება შესაძლებელია

  • ცხელ ხაზზე დარეკვით (DHT -ი ოპერატორის დახმარებით) ნომერზე 032205121;
  • ვებგვერდიდან – digitaltv.ge;
  • რეალიზაციის წარომადგენელის მოთხოვნის საფუძველზე;
  • ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიებში

 

რა ღირს დიჯიტალ ტვ-ს მომსახურების მიღება?

 

დიჯიტალ ტვ-ს მიმღები მოწყობილობა 99 ლარი ღირს. თუ მოწყობილობას აქციის ფარგლებში შეიძენთ, ფასიან მომსახურებას, ორი თვის განმავლობაში, უფასოდ მიიღებთ.

სერვისის გასააქტიურებლად, ანგარიშზე მინიმუმ 12 ლარი უნდა შეიტანოთ. შესაბამისი პაკეტით თანხის შეტანიდან 30 დღის განმავლობაში ისარგებლებთ.

პაკეტის ყიდვიდან 24 საათის განმავლობაში, ფასიანი სატელევიზიო არხები სატესტო რეჟიმში, უფასოდ ჩაირთვება.

 

როგორ გადავიხადო მომსახურების გადასახადი?

 

დიჯიტალ ტვ-ს მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია:

  • დიჯიტალ ტვ-ის ნებისმიერ სერვისცენტრში;
  • ვებგვერდზე: digitaltv.ge
  • საბანკო ბარათით;
  • სწრაფი გადახდის აპარატებიდან;
  • ბანკების სერვისცენტრების საშუალებით;
  • პორტალიდან mydigitalTV.ge (mobile app);

 

რა მოხდება, თუ გადახდას დავაგვიანებ ან გადასახადის მხოლოდ ნაწილს დავფარავ?

 

თუ დიჯიტალ ტვ-ს მომსახურების გადასახადს დროულად არ დაფარავთ, უცხოური არხების მაუწყებლობა გაგეთიშებათ. ქართულ არხებს კი შეუფერხებლად მიიღებთ.

ფასიანი მომსახურების გათიშვამდე ორი დღით ადრე მიიღებთ შეტყობინებებს, როგორც მობილურ ტელეფონზე, ისე მიმღებ მოწყობილობაზე. შეტყობინება შეგახსენებთ გადასახადის ოდენობასა და გადახდის ბოლო ვადას.

გადაუხდელობის გამო გათიშული მომსახურება მას შემდეგ აღდგება, რაც ერთი თვის სააბონენტო თანხას სრულად შეიტანთ თქვენს ანგარიშზე. მომსახურება კი თანხის ჩარიცხვის დღიდან აითვლება. მაგალითად, თუ მომსახურება გაგეთიშათ ათ რიცხვში და თანხა შეიტანეთ – თხუთმეტში, მაუწყებლობა თხუთმეტიდან პლუს ოცდაათ დღეს გააქტიურდება.

იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არასრულ თანხას შეიტანთ, მაუწყებლობით იმდენი დღით ისარგებლებთ, რამდენ დღესაც დარიცხული თანხა ეყოფა.